ირაკლი ღარიბვილი – ოცივე მუნიციპალიტეტში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია

Read Time:42 Second

ოცივე მუნიციპალიტეტში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. იმისთვის, რომ ქვეყანამ დაისვენოს, დამშვიდდეს და რეალურად ქვეყანა გადავიდეს განვითარებაზე, პროგრესზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში განაცხადა.

მისი თქმით, თორნიკე ჯანაშია მარტვილის ღირსეული მერი იქნემა.

„ბატონი თორნიკე ჯანაშია, უწესიერესი კაცი, ძალიან კარგი კვალიფიკაციით, განათლებით, გამოცდილებით და ვინ უპირისპირდება დღეს თორნიკე ჯანაშიას, სააკაშვილის, ამ მთავარი დამნაშავის დაცვის უფროსი, თემურ ჯანაშია. საერთოდ გაუგებარია, რა უნდა საერთოდ ამ კაცს, რატომ მოდის მარტვილში, რა განზრახვით, რა მოტივაციით, რა გაუკეთებია საერთოდ მარტვილისთვის, იცნობს თუ არა მარტვილს და ამ დროს, მეორე მხარეს, მარტვილს ეყოლება თავისი ღირსეული წარმომადგენელი წარმომადგენელი, ღირსეული მერი თორნიკე ჯანაშია, რომელიც მოემსახურება ამ ჩვენს ულამაზეს მხარეს, მარტვილს და მარტვილელებს. ამიტომ, ჩვენ ვართ ღრმად დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებს თორნიკე ჯანაშია. ოცივე მუნიციპალიტეტში უნდა გავიმარჯვოთ დიდი სხვაობით, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. იმისთვის, რომ ქვეყანამ დაისვენოს, დამშვიდდეს და რეალურად ქვეყანა გადავიდეს განვითარებაზე, პროგრესზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია – ვერაფრით ვხსნი, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და ნიკა მელიას მოადგილეობა უნდოდეს, მამუკა ხაზარაძე ბევრად უფრო ამბიციური უნდა იყოს
Next post კახა კალაძე – გუშინდელი კოალიცია არის „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილი და შეერთებული