კახა კუჭავა: ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია და დასჯადია

Read Time:38 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ნებისმიერ ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთა ნებისმიერი ადამიანისთვის დანაშაულია და იგი დასჯადია.

ამის შესახებ კუჭავამ მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აბსურდია აპელირება იმაზე, რომ ამის გამო ადამიანი შეიძლება კანონდამრღვევად არ ჩაითვალოს.

„საზღვრის უკანონო კვეთა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული არ არის. ეს ნორმა ყველა ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნისა და არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა პირდაპირ დარღვევაა, დანაშაულია. ამისთვის ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება და მნიშვნელობა არ აქვს, ის ყოფილი პოლიტიკოსია, თუ ყოფილი პრეზიდენტი. ნებისმიერი პირის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული სასჯელი სასამართლო პროცესის შესაბამისად დადგინდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საუბარია, საქართველოს, თუ სხვა ქვეყნის საზღვარზე – საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია. ნამდვილად აბსურდია ამაზე აპელირება, რომ ამის გამო ადამიანი შეიძლება, კანონდამრღვევად არ ჩაითვალოს“, – განაცხადა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცით, რომ კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს,მეორე ტურში არჩევანი ორ კანდიდატს შორის კეთდება
Next post იაგო ხვიჩია – ვერაფრით ვხსნი, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და ნიკა მელიას მოადგილეობა უნდოდეს, მამუკა ხაზარაძე ბევრად უფრო ამბიციური უნდა იყოს