კახა კუჭავა: ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცით, რომ კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს,მეორე ტურში არჩევანი ორ კანდიდატს შორის კეთდება

Read Time:39 Second

ათენში ვიზიტით მყოფი კახა კუჭავა ნიკა მელიას მიერ თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ საარჩევნო კამპანია გვიან, მხოლოდ მეორე ტურისთვის წამოიწყო და კახა კალაძეს, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძვის, კონკურენტი არ ჰყავს.

„პირადად ჩემი აზრია, რომ ცოტა დააგვიანეს კიდეც. მათ პირველი ტურისთვის მზადება და ზოგადად არჩევნებისთვის მზადება იმ კონსტრუქციული ნაბიჯებით რომ დაეწყოთ, რომელიც მათ ამომრჩეველს მისცემდა საშუალებას ამ კუთხით შეეფასებინათ და არა სიძულვილის ენის გამოყენებით, განხორციელებული დესტრუქციული პოლიტიკით, მაშინ შეიძლება ისინი უფრო წარმატებულები ყოფილიყვნენ. ჩემი აზრით, მეორე ტურისთვის ამის გაკეთება ცოტა უკვე გვიანია. ეს მათი არჩევანია, ჩრდილოვანი წარმოადგინონ თუ სხვა მთავრობა. ამომრჩეველი მეორე ტურზე გააკეთებს არჩევანს და ძალიან კარგად ვიცით, რომ მეორე ტურშიც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. მეორე ტურში არჩევანი ორ კანდიდატს შორის კეთდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს“, – განაცხადა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე – გოგელიას კლინიკასთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა, რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის პროცესს, რაც საკმაოდ მასშტაბური სამუშაოა
Next post კახა კუჭავა: ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია და დასჯადია