ეკატერინე ტიკარაძე – გოგელიას კლინიკასთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა, რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის პროცესს, რაც საკმაოდ მასშტაბური სამუშაოა

Read Time:1 Minute, 18 Second

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის გოგელიას კლინიკაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ შემთხვევას.

მისივე თქმით, მოკვლევის პროცესი საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს საჭიროებს.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ C ვიტამინის შემთხვევაში, ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მათ მაინც შესაბამისი მეთვალყურეობა გაეწევათ.

„რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის იქ არსებულ პროცესს. მათ გუშინვე მოახდინეს რეაგირება. დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება, დოკუმენტები გადაიგზავნება შესაბამისს უწყებებში. მოკვლევა დაიწყო გუშინ, ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, ჩვენ გვინდა, რომ ჩავიდეთ ყველა დეტალში. გაყალბებული სერტიფიკატები, რომლებიც ამოღებულია, რა თქმა უნდა, გადაგზავნილია პროკურატურაში და მათი მხრიდან უნდა მოხდეს რეაგირება, რადგან ყალბ სერტიფიკატზე სამინისტროს ვერ ექნება რეაგირება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ნამდვილი სერტიფიკატების შეჩერება, ისიც გარკვეული წესებით, რომელიც დადგენილია სამინისტროსთვის. ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოვიკითხავთ, C ვიტამინის შემთხვევაში, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოხდება მათი გამოკითხვა და შესაბამისი მონიტორინგი.

ამ ეტაპისთვის დადასტურებულია, რომ ის კონკრეტული პაციენტები იყვნენ C ვიტამინით აცრილი. ამ კლინიკის საქმე ერთი წლის წინ იყო გადაგზავნილი პროკურატურაში, ჩვენ კვლავ დავუკავშირდებით და გავეცნობით, თუ რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება. რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ჩვენ აქ გარკვეულწილად ვართ შეზღუდულები, რადგან რეგულირების სააგენტოს არ აქვს მანდატი, გეგმურად შეამოწმოს კლინიკები, ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ჩვენ ველოდებით პარლამენტს, რათა მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს მანდატი, რომ არა მხოლოდ ამბულატორიები, არამედ კლინიკებიც შეამოწმოს შესაბამისად, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე მნიშვნელოვანია, შეიცვალოს გარკვეული წესები საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს კლინიკების დარეგისტრირება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების დონეზე და მოხდეს განსაზღვრა მათი საჭიროების, სამუშაოს აღწერილობის დეტალური შესწავლა. მხოლოდ რეგულირების სააგენტოსა და სამინისტროს თანხმობით მოხდეს კლინიკების გახსნა და ოპერირების ნების დართვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „როიტერი“ – ნატო-ს ახალი გენერალური გეგმა შავ და ბალტიის ზღვებში რუსეთის პოტენციური თავდასხმის შეკავებას ისახავს მიზნად
Next post კახა კუჭავა: ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცით, რომ კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს,მეორე ტურში არჩევანი ორ კანდიდატს შორის კეთდება