„როიტერი“ – ნატო-ს ახალი გენერალური გეგმა შავ და ბალტიის ზღვებში რუსეთის პოტენციური თავდასხმის შეკავებას ისახავს მიზნად

Read Time:23 Second

ნატო რუსეთიდან მომავალი საფრთხის შესაკავებლად გენერალურ გეგმას დაამტკიცებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ნატო-ს ოფიციალური პირები და დიპლომატები იუწყებიან ჩრდილოატალანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრები დღეს მიიღებენ გენერალურ გეგმას, რომელიც რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ფრონტზე პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვას მოემსახურება.

„როიტერის“ ცნობით, სტრატეგია ამ ეტაპზე კონფიდენციალურია, თუმცა ცნობილია, რომ ის ცდება რეგიონულ თავდაცვით გეგმას და მიზნად ისახავს ნატო-ს მომზადებას რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის ბალტიისა და შავ ზღვებში, მათ შორის ატომური იარაღის გამოყენებით, კომპიუტერულ ქსელებზე თავდასხმითა და პოტენციური შეტევით კოსმოსიდან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა – დაკავებულია გერმანიაში მოქმედი საქართველოსა და ისრაელის 7 მოქალაქე
Next post ეკატერინე ტიკარაძე – გოგელიას კლინიკასთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა, რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის პროცესს, რაც საკმაოდ მასშტაბური სამუშაოა