თინა ხიდაშელი: გახარია არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერი, ჩვენ მანამდე ასეთი ღია, რუსულ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკოსი პრემიერად არ გვყოლია
გახარია არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერი, ჩვენ მანამდე ასეთი ღია, რუსულ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკოსი პრემიერად არ გვყოლია – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩემთვის წყალგამყოფი არის გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლა. გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლით აბსოლუტურად გაქრა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროდასავლური კომპონენტი, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ეს დასრულდა. გახარია, რა თქმა უნდა, აღარ იყო, მე არ ვენდობი მოსკოვში განათლებამიღებულ ჩემი ასაკის ადამიანებს. დედაჩემის ასაკის ადამიანებს ვენდობი იმიტომ, რომ მათ არჩევანი არ ჰქონდათ.
არასოდეს დამიმალავს მე ჩემი განწყობა მის მიმართ, ის ჩემთვის არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერი, ჩვენ მანამდე ასეთი ღია, რუსულ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკოსი პრემიერად არ გვყოლია. ყველასთვის ცნობილია, რომ თავის დროზე, როდესაც გიორგი გახარია უნდოდა ბატონ ბიძინას საგარეო საქმეთა მინისტრად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო და სანამ ჩვენ კოალიციაში ვიყავით, მან მინისტრის პორტფელი ვერ ჩაიბარა“, – განაცხადა ხიდაშელმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...