თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის მაჩვენებელი და პირბადეების გამოყენების პროცენტი ძალიან დაბალია. ამაზე ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს

Read Time:34 Second

თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის აზრით, წინ რთული პერიოდი გველოდება, რამაც შესაძლოა კლინიკურ სექტორზე სერიოზული გავლენა იქონიოს.

ეპიდვითარება არის ძალიან შემაშფოთებელი. პირდაპირ ვიტყვი, რომ საგანგაშოა. 5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღე, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და ძალიან დაბალია პირბადეების გამოყენების პროცენტი. ამაზე უფრო ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს. ჯერჯერობით ამ რაოდენობის ავადმყოფებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ რიცხვს ვინარჩუნებთ. ასეთი ტემპით რომ გაიზარდოს ავადმყოფების რაოდენობა, უსაზღვრო არაფერია და რაღაც მომენტში, შესაძლოა კლინიკური სექტორიც დადგეს ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 675 771 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 619 258, გარდაიცვალა 9 588 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ჩემი დაპირებაა, არც ერთი უსახლ-კარო თბილისელი არ გვეყოლება ქალაქში
Next post 4:0 მორიგი ტრიუმფი – ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია!