კახა კალაძე: ჩემი დაპირებაა, არც ერთი უსახლ-კარო თბილისელი არ გვეყოლება ქალაქში

Read Time:52 Second

ძალიან მაგარი პროგრამა გვაქვს უსახლ-კარო თბილისელებისთვის, 400 ოჯახი გვყავს ამ სტატუსის მქონე თბილისელი. ვპირდები ამ ოჯახებს, რომ მომდევნო წლიდან დავიწყებთ ბინების გადაცემას და მათ ექნებათ თავიანთი საცხოვრებელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთი უსახლ-კარო თბილისელი არ ეყოლება დედაქალაქს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბოლო 4 წლის განმავლობაში 2 მილიონამდე მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ თბილისელებისა სხვადასხვა დახმარებაზე. 8 ახალი ჯანდაცვის პროგრამა დავამატეთ. მათ შორის, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის ყველაზე ძვირიანი გამოკვლევების უფასოდ ჩატარება, არაფრის გადახდა არ მოუწევთ ამ ადამიანებს, ყველა ხარჯს საკუთარ თავზე მუნიციპალიტეტი იღებს. ძალიან მაგარი პროგრამა გვაქვს ასევე უსახლ-კარო თბილისელებისთვის, 400 ოჯახი გვყავს ამ სტატუსის მქონე თბილისელი. ვპირდები ამ ოჯახებს, რომ მომდევნო წლიდან დავიწყებთ ბინების გადაცემას და ამ ოჯახებს ექნებათ თავიანთი საცხოვრებელი. ჩემი დაპირებაა, არც ერთი უსახლ-კარო თბილისელი არ გვეყოლება ქალაქში. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ჯანდაცვის მიმართულებით. ჯანდაცვა ერთადერთი მიმართულება იყო პანდემიის პერიოდში, რასაც ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ მოაკლდა. მაშინ როდესაც ბევრი მასშტაბური პროექტის განხორციელება გვქონდა დაანონსებული, თანხებიც გამოყოფილი იყო, თუმცა მოგვიწია მათი დროებით შეჩერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: 350 მილიონი იხარჯება ყოველწლიურად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით და მომავალი წლიდან 100 მილიონით ვზრდით ბიუჯეტს ამ მიმართულებით
Next post თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის მაჩვენებელი და პირბადეების გამოყენების პროცენტი ძალიან დაბალია. ამაზე ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს