კახა კალაძე: 350 მილიონი იხარჯება ყოველწლიურად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით და მომავალი წლიდან 100 მილიონით ვზრდით ბიუჯეტს ამ მიმართულებით

Read Time:29 Second

350 მილიონი იხარჯება ყოველწლიურად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით. ეს არის ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობა იმ ადამიანებისა და ოჯახების მიმართ, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება და თანადგომა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მერია ყოველთვის იქნება იმ ოჯახების გვერდით, ვისაც დახმარება ესაჭიროება.

„350 მილიონი იხარჯება ყოველწლიურად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით. მომავალი წლიდან 100 მილიონით ვზრდით ბიუჯეტს ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა, თანადგომა სჭირდებათ. შესაბამისად ყოველთვის ვიდგებით ამ ოჯახების გვერდით, მანამდე, ვიდრე ეს საჭიროება იარსებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ყველაფერი იკადრეს წავიდნენ ოჯახის შეურაცხყოფაზე, დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი მეუღლის, მცირე წლოვანი შვილებისაც კი – ბანერებს წითელი საღებავები ესროლეს. წარმოიდგინეთ, როგორ ადამიანებთან გვაქვს საქმე
Next post კახა კალაძე: ჩემი დაპირებაა, არც ერთი უსახლ-კარო თბილისელი არ გვეყოლება ქალაქში