კახა კალაძე: ყველაფერი იკადრეს წავიდნენ ოჯახის შეურაცხყოფაზე, დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი მეუღლის, მცირე წლოვანი შვილებისაც კი – ბანერებს წითელი საღებავები ესროლეს. წარმოიდგინეთ, როგორ ადამიანებთან გვაქვს საქმე

Read Time:37 Second

მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, და ეს ახლაც გრძელდება, ეს ადამიანები თავიანთი ტელევიზიების საშუალებით დაკავებული იყვნენ ჩემი დისკრედიტაციით, შეურაცხყოფით. თუკი რამე ბოროტება შეიძლება მოიფიქროს და გაიფიქროს ადამიანმა, ყველაფერი იკადრეს, ყველაფერზე წავიდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი live“- ში ისაუბრა.

„წავიდნენ ოჯახის შეურაცხყოფაზე, დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი მეუღლის, მცირე წლოვანი შვილებისაც კი – ბანერებს წითელი საღებავები ესროლეს. წარმოიდგინეთ, როგორ ადამიანებთან გვაქვს საქმე. რა ტიპის ადამიანები არიან მეორე მხარეს და რასა და რას შორის გვიწევს არჩევანი. მე ვაგრძელებ ჩემს პოზიტიურ კამპანიას. ვაგრძელებ თბილისზე საუბარს. ვაგრძელებ საუბარს იმაზე, თუ როგორი წარმომიდგენია ჩემი ქალაქი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. რა უნდა გავაკეთო, რა პროექტები უნდა განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს, მე და ჩემს გუნდს გვექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა და ძალიან დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: მთელი საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა – ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც რეალურად საუბრობდა პროგრამასა და გასაკეთებელ საქმეებზე
Next post კახა კალაძე: 350 მილიონი იხარჯება ყოველწლიურად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით და მომავალი წლიდან 100 მილიონით ვზრდით ბიუჯეტს ამ მიმართულებით