თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათ აირჩიეს ომის მხარე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ იყოს დაპირისპირება, ე.წ. მეორე ფრონტი, მოითბონ ხელი და იქნებ როგორმე ჩამოიშორონ ხელისუფლება

Read Time:35 Second

ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან ერთად, დელეგაციას ქმნის და მიემგზავრება კიევში, რაც თქმა უნდა, მისასალმებელია. ამ დელეგაციას სათავეში უდგას მაღალი თანამდებობის პირი და კონსტიტუციით, ერთ-ერთი პირველი პირი, შალვა პაპუაშვილი – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თეატრზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ამ დელეგაციაში არ არის ომის პარტია. ეს რა თქმა უნდა, კარგია, ამის შესახებ ითქვა უკვე. რომ არ დაგიმალოთ, არც აქვს მნიშვნელობა, ისინი სად იქნებიან. მათ თავიანთი ადგილი გარკვეული დროა აირჩიეს და ვეღარ ერგებიან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. მათ თავიანთი ადგილი აირჩიეს – აირჩიეს ომის მხარე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ იყოს დაპირისპირება, ე.წ. მეორე ფრონტი, მოითბონ ხელი, იქნებ როგორმე ჩამოიშორონ ხელისუფლება და დაბრუნდნენ იქ, სადაც ყოფნა ენატრებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხერსონის ოლქში ქალაქი ალიოშკი ოკუპაციის ქვეშ მოექცა – იქ რუსული დროშა ფრიალებს
Next post ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მზად, უკრაინაში გაემგზავროს