ზვიად ძიძიგური: ასეთი სუსტი ოპოზიციის პირობებში ხელისუფლებას შეუძლებელია რამე დაემუქროს

Read Time:53 Second

ასეთი სუსტი ოპოზიციის პირობებში ხელისუფლებას შეუძლებელია რამე დაემუქროს – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც NDI-ის კვლევის შედეგები შეაფასა.

„დღეს ოპოზიცია ძლიერი, რომ იყოს ასეთი რეიტინგის პირობებში, ხელისუფლებას დიდი დღე არ უწერია.

არის რომელიმე პარტია, რომელსაც ხალხის ტკივილი გულთან ახლოს მიაქვს? – პარტიები ძირითად ლაპარაკობენ, ევროინტეგრაციაზე, ნატოში გაწევრიანებაზე, თავისუფალი სასამართლოზე, ლგბტ უფლებების დაცვაზე და ა.შ. ეს ისეთი თემებია, რაზედაც ყველა ლაპარაკობს. ილაპარაკონ იმაზე, რაც ქვეყანას აწუხებს, რაც თითოეულ ადამიანს აწუხებს. ეს ზოგადი თემებია.

დღეს დავინახე ისეთი ტენდენცია, რომ ხელისუფლება კმაყოფილია NDI-ის კვლევის შედეგებით და ოპოზიცია უკმაყოფილო. ხელისუფლება სულ ამბობდა, რომ NDI-ის და IRI-ის კვლევებს არ ენდობოდა. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნებზე ვნახოთ, რა შედეგები გვექნებაო. მძიმე მდგომარეობაშია სრულიად პოლიტიკური სპექტრი. რეიტინგული თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაშია ხელისუფლებაც, მაგრამ ეს მას ნაკლებად ადარდებს იმიტომ, რომ მის ხელისუფლებაში ყოფნას არაფერი არ ემუქრება. ასეთი სუსტი ოპოზიციის პირობებში შეუძლებელია რამე დაემუქროს.

ალტერნატივის მოთხოვნაა დღეს. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ ენდობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის მხრიდან ალტერნატივაზე მოთხოვნა კი არ არის, ხმამაღალი ყვირილია. ეს ციფრები ამას მეტყველებს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მარტივ მიზანს – რაც შეიძლება დამძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მოტივით მოპოვებული იყოს თავისუფლება“
Next post რატი ბრეგაძე: „მთელი 500 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო მიმდინარე კამპანია არის კამპანია საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, წინააღმდეგ“