ზელენსკი: რუსებს რაკეტები კიდევ რამდენიმე მასიური დარტყმისთვის ეყოფათ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებს რაკეტები კიდევ რამდენიმე მასიური დარტყმისთვის ეყოფათ.
„რისი იმედიც არ უნდა ჰქონდეთ მოსკოვიდან რაკეტების თაყვანისმცემლებს, ეს მაინც არ შეცვლის ძალთა ბალანსს ამ ომში. მათ რაკეტები კიდევ რამდენიმე მასიური დარტყმისთვის ეყოფათ. ჩვენ გვაქვს საკმარისი მიზანდასახულობა და თავდაჯერებულობა, რომ ამ დარტყმების შემდეგაც დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
16 დეკემბერს, რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რიგით მეცხრე ფართომასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმის ფარგლებში, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 76 რაკეტა გაუშვა. აქედან 60 რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კრივოი-როგში რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ელექტროენერგიის ცხრა ობიექტი დაზიანდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...
6.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა
ახალი გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ...
ძალიან მძიმე ვითარება-ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს. მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა...
ბოლო ცნობები ისრაელიდან – რა ინფორმაციას ავრცელებს IDF-ი
IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროები თვალყურს ადევნებენ ყველა უპილოტო თვითმფრინავს, რომელიც ირანიდან ისრაელში გაუშვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ცოტა ხნის წინ...