ირაკლი ჩიქოვანი: ზურაბ ადეიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს, რომ მთელი სახელმწიფო სისხლის სამართლებრივი წნეხის ქვეშ ჰყოლოდათ

Read Time:1 Minute, 29 Second

თავის დროზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ადეიშვილმა, რომელიც მართლაც არის მსჯავრდებული და არის ერთ-ერთი შემოქმედი იმ სისტემის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, ისეთი სასჯელი მომზადდა საერთაშორისო სასამართლოში, რომ მისი განსჯადობა სასამართლომ საერთოდ უარყო. მეორე მხრივ, ჰააგაში საერთოდ არ იყო თანამშრომლობა და მაშინ, როდესაც ჩვენ აქტიურად ვცდილობდით , რაც შეიძლება მეტი მტკიცებულება მიგვეწოდებინა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ყველა პარტია ამბობდა, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობდით ამ სარჩელის ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გამოყენებას,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

ჩიქოვანის თქმით, ზურაბ ადეიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის უფლებები წაერთმიათ და მთელი სახელმწიფო სისხლის სამართლებრივი წნეხის ქვეშ ჰყოლოდათ.

„ყოველი მე-5 ოჯახი ამ ქვეყანაში იყო სისხლისსამართლებრივი წნეხის ქვეშ ამა თუ იმ ფორმით. აქ კიდევ გამოდიან ადამიანები და გამოხატავენ განცვიფრებას, ჩვენ ამაზე როგორ ვსაუბრობთ. ჩემი მიზეზი, რომ დავტოვე დიპლომატია და პოლიტიკაში ვარ, ზუსტად ეს იყო, რომ არ ვეთანხმებოდით იმ სისტემას და, რომ არ შეიძლება სახელმწიფო მანქანა გამოყენებული იყოს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ ჰყოფნით ვაჟკაცობა, აღიარონ მათი ლიდერის დანაშაული. „ძალიან მიჭირს იმის თქმა, რომ ჩვენი ქვეყნის რომელიმე პრეზიდენტი არის ციხეში. დიახ, ეს ცუდია, მაგრამ უფრო ცუდია ის, რომ მათ („ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს) არ ჰყოფნით იმის თქმის ვაჟკაცობა და გამბედაობა, თქვან, – ექსპრეზიდენტი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. გამოვიდეს, რომელიმე მათგანი და თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილს ის ბრალი, რომელიც დამტკიცებული აქვს, უკანონოდ აქვს დამტკიცებული ან მას არ მიუძღვის არანაირი ბრალი არც სანდრო გირგვლიანის საქმეში და არც ვალერი გელაშვილის საქმეში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი შეფასებით, სააკაშვილი რეციდივისტია.

„ერთი რამ, რაც ვნახე, ეს არის საკუთარი თავის კონტრაბანდა, ეს ადამიანი არის რეციდივისტი. დიდი პოლიტიკური აჟიოტაჟია ატეხილი, მაგრამ არც ერთ მათგანს არ უტრიალდება ენა, რომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოდ არის ციხეში. ვერ ასახელებენ იმ დაავადებას, რომელსაც ვერ ვუმკურნალებთ საქართველოში და აუცილებელია, გავიდეს ქვეყნის გარეთ“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი: რუსებს რაკეტები კიდევ რამდენიმე მასიური დარტყმისთვის ეყოფათ
Next post ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში ხელისუფლებამ, რომ თავზეხელაღებულად ვერ იმოქმედოს და ყოველდღე არ დაგვცინოს, ძლიერი ოპოზიციური ერთობაა საჭირო