არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაცვლად, თქვენ ზრუნავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, რათა ამით პოლიტიკური ტემპერატურა მიიღოთ

Read Time:1 Minute, 12 Second

დღემდე არ მოგვისმენია იუსტიციის მინისტრის ღია, გახსნილ და გულწრფელ შეთავაზებაზე სააკაშვილის გარემოცვის და მისი ადვოკატების პასუხი, რითაც წერტილი დაუსვა სპეკულაციებს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია არ ეთანხმებოდა პენიტენციური სისტემის ექიმების და საქართველოს სამოქალაქო ჯანდაცვის გუნდის მუშაობას და მიაჩნიათ, რომ ჯანმრთელობის გაუმჯობესება არ დგება, ვინაიდან ექიმები ვერ აკეთებენ თავის საქმეს. იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა მათ, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი პროფილის ექიმი შერჩეულიყო, ჩამოგვეყვანა და ისინი გასძღოლოდნენ სააკაშვილის მკურნალობის პროცესს. თუმცა, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ ამ შეთავაზებაზე დღემდე არავითარი რეაქცია და პასუხი არ არის, რაც სამწუხაროდ, კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნინო ნადირაძის განცხადებას ადასტურებს იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმებზე, პოლიტიკური მოტივაციებით არის ზეწოლა.

„ჩემთვის იყო საგანგაშო, როდესაც ექიმმა თქვა, რომ მას აქვს შეგრძნება და კიდევ უფრო რწმუნდება იმაში, რომ სააკაშვილის გარემოცვის მოტივაცია და მიზანი მის ჯანმრთელობასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით არ ემთხვევა ექიმების ძალისხმევას, რომ უმკურნალონ და შეინარჩუნონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ ექიმმა პირდაპირ, საჯაროდ თქვა, – ექიმებზე არის ზეწოლა პოლიტიკური მოტივაციებით. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს სამკურნალო და კვებით რეკომენდაციებს და ოპოზიცია ამაში უტიფრად და ცინიკურად სახელმწიფოს და ექიმებს ადანაშაულებს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მინისტრის შეთავაზებაზე პასუხი უნდა გქონოდათ. მაგრამ პასუხი არის ის, რომ ექიმების ნაცვლად თქვენ შეარჩიეთ მეტი ლობისტები, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაცვლად, თქვენ ზრუნავთ იმაზე, რომ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამით, პოლიტიკური ტემპერატურა მიიღოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვიქტორ ჯაფარიძე: ნამდვილი ევროპა კანონებზე იყო აგებული, დღეს კი ევროპარლამენტარები გამოდიან და იმას გვთხოვენ, რაც კანონში არ გვიწერია – კანონი დაარღვიეთო და მიშა გაათავისუფლეთო
Next post ზელენსკი: რუსებს რაკეტები კიდევ რამდენიმე მასიური დარტყმისთვის ეყოფათ