ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინი დაავადდა ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს, რომ მთელი ცხოვრება მართოს

Read Time:25 Second

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის იმიტაციურ არჩევნებს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია და დიქტატორმა პუტინმა ჰააგის სასამართლოში უნდა დაასრულოს. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მსოფლიოში ყველამ გაიგო, რომ ეს ფიგურა, როგორც უკვე ხშირად ყოფილა ისტორიაში, უბრალოდ დაავადდა ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს, რომ მთელი ცხოვრება მართოს. არ არსებობს ისეთი ბოროტება, რასაც ის ვერ განახორციელებს, რათა გაახანგრძლივოს პირადი ძალაუფლება. მსოფლიოში არ არსებობს ვინმე, ვინც დაცული იქნება მისგან“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რასაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებს, დანაშაულია, ხოლო ერთადერთი, რისიც პუტინს ეშინია, სამართლიანობაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ენდი ნემსიწვერიძე საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა – რას წერდა პოეტი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე
Next post „მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი“ ახლა გავიგე ზუსტად რას ნიშნავს, შოკირებული ვარ…მე დავკარგე ცხოვრების მასწავლებელი“ – დათო ლიკლიკაძის ემოციური პოსტი