„მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი“ ახლა გავიგე ზუსტად რას ნიშნავს, შოკირებული ვარ…მე დავკარგე ცხოვრების მასწავლებელი“ – დათო ლიკლიკაძის ემოციური პოსტი

Read Time:34 Second

ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძე ეხმაურება.

დათო აღნიშნავს, რომ ნემსიწვერიძე გენიალური ქართველი პოეტი, კარგი მოქალაქე, მამა და მეუღლე იყო.

დათო წერს, რომ მომხდარის გამო შოკირებულია.

„გამოთქმა -„მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი“ ახლა გავიგე ზუსტად რას ნიშნავს. შოკირებული ვარ და სრულიად შემძრა ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალების ამბავმა. ის ბევრისთვის იყო გენიალური ქართველი პოეტი, კარგი მოქალაქე, მამა და მეუღლე. მე დავკარგე მასწავლებელი, ცხოვრების მასწავლებელი, რომელიც სკოლის შემდეგაც ჩემი მეგობარი იყო.

ტკივილს მგვრის ეს ამბავი ახლა სამშობლოდან შორს და ჩემი ფიქრებით ქუთაისში ვარ.

ჩემი ფიქრებით შენთან ვარ ძვირფასო გეგი ნემსიწვერიძე და კარგო ადამიანო მადონა ჯაიანი, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ მძიმე დღეებში თქვენს გვერდით არ ვარ.

ქუთაისი სათანადო პატივს მიაგებს მის უკარგეს ენდი ნემსიწვერიძეს,“ – წერს დათო ლიკლიკაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინი დაავადდა ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს, რომ მთელი ცხოვრება მართოს
Next post ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს