ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ
„ჩემო გორელებო, თქვენს სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და იმედები არ გაგიცრუოთ. როგორც მთელი ცხოვრება, ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ გორის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ,,ქართული ოცნების’’ გუნდს და გორის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ განვლილი წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა.
,,ცხოვრების ყველა ეტაპზე განსაკუთრებით ვაფასებდი იმ ფაქტს, რომ გორიდან ვიყავი. ამ ქალაქმა ბევრი რამ მომცა, მუდმივად ვცდილობდი, აქ მცხოვრები, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე შეყვარებული, ბევრი გაჭირვებისა და სირთულის მნახველი ხალხი გამეხარებინა. ჩემო გორელებო, თქვენს სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და იმედები არ გაგიცრუოთ. როგორც მთელი ცხოვრება, ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ. ყოველდღიური შეხება მაქვს გორელებთან და ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გადავდგათ ის გარდამტეხი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ბუნებრივია, არის სირთულეები, თუმცა, ჩემი სპორტული კარიერა სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ სირთულეებში მუდმივად ვხედავდი შესაძლებლობებს და მათ დასაძლევად ბოლომდე ვიბრძოდი. ასე ვაპირებ პოლიტიკაშიც და მჯერა, ახალგაზრდა, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, წარმატების ახალ ისტორიას დავწერთ.’’ განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: ზაზა მათოშვილი, ბექა ლობჟანიძე, დავით სარალიძე, მერაბ მელანაშვილი, მამუკა ბაზანდარაშვილი, ასმათ ტალახაძე, იოსებ მუმლაძე, ჯაბა იმერლიშვილი, ბორის გოგიჩაიშვილი, კობა ბერიანიძე, გიორგი შიოშვილი, მანუჩარ ლაფაჩი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...