ვლადიმერ პუტინმა დონეცკი და ლუგანსკი „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარა

Read Time:41 Second

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.

„საჭიროდ მიმაჩნია, მივიღო უკვე დიდ ხანს მომწიფებული გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ ვაღიაროთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ვთხოვ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას, შემდგომ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებების რატიფიცირება. ორი დოკუმენტი მზად და ხელმოწერილი იქნება უახლოეს დროში. მათ კი, ვინც კიევი ჩაიგდო ხელში და ინარჩუნებს ძალაუფლებას, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა სისხლისღვრის შესაძლო გაგრძელებაზე მთლიანად უკრაინის ტერიტორიაზე მმართველ რეჟიმის სინდისზე იქნება“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ამასთან, ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლიგანსკის ე.წ. რესპუბლიკების სეპარატისტ ლიდერებთან დენის პუშილინთან და ლეონიდ პასეჩნიკოვთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებებს მოაწერა ხელი.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნულ განკარგულებას ხელი მოაწერა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვლადიმერ პუტინი: ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი
Next post 4 წელი გავიდა 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებიდან, რასაც მისი სასტიკი წამებით მკვლელობა მოჰყვა