ვლადიმერ პუტინი: ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი

Read Time:1 Minute, 23 Second

დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტის აღიარების საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გლობალურ პრობლემებთან​​, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერების მიმართვა მათი სუვერენიტეტის აღიარების შესახებ და ამავე საკითხზე სახელმწიფო დუმის რეზოლუცია“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ „უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, უფრო მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი“.

„თუ რუსეთი აღმოჩნდება ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაა, მაშინ საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის მრავალმხრივ იზრდება“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ კიევი ყირიმის დაბრუნებისთვის ბრძოლას სამხედრო გზით დაიწყებს.

„მაშინ მთელი ჩრდილოატლანტიკური ბლოკი ვალდებული იქნება, ჩაერთოს ამ მოვლენებში“, – დასძინა პუტინმა.

მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია.

„თუმცა, ამის მიუხედავად, 2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელმაც ნატო-ს კარი გაუხსნა უკრაინასა და საქართველოს. რა არის პასუხი ჩემს კითხვაზე – რატომ გააკეთეთ ეს? აშშ-ის ზეწოლით. ეს არის პასუხი. თუ მათ ერთი ნაბიჯი გადადგეს აშშ-ის ზეწოლით, სად არის გარანტიები, რომ ისინი არ გადადგამენ მეორესაც“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი თავიდანვე ყველაფერს აკეთებდა, დონბასში არსებული წინააღმდეგობების მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის.

„ხალხმა განაცხადა, რომ ისინი ორ დამოუკიდებელ რესპუბლიკას აყალიბებდნენ – დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს. ამ მომენტიდან დაიწყო წინააღმდეგობა კიევის ხელისუფლებისა და ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლების. ამასთან დაკავშირებით მინდა, გავამახვილო ყურადღება, რომ რუსეთი თავიდანვე ყველაფერს აკეთებდა, რომ მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო წარმოქმნილი წინააღმდეგობა“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, უკრაინის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება რუსეთთან დასაპირისპირებლად საფრთხეს წარმოადგენს მოსკოვისთვის.

„დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტის აღიარების საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გლობალურ პრობლემებთან, კერძოდ ევროპაში, ვინაიდან უკრაინის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება ჩვენს ქვეყანასთან, რუსეთთან დასაპირისპირებლად, ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქობულეთთან 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა
Next post ვლადიმერ პუტინმა დონეცკი და ლუგანსკი „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარა