ვლადიმერ პუტინი პირდაპირ ხაზზეა

Read Time:23 Second

რუსეთში დაიწყო ვლადიმირ პუტინის რიგით მე-16 „პირდაპირი ხაზი.“

„პირდაპირ ხაზს“ უძღვებიან რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიების წამყვანები. მათი ინფორმაციით, მოქალაქეებისგან მიიღეს ორ მილიონამდე შეკითხვა.

„პირდაპირი ხაზის“ ფორმატი წელს პირველად შეიცვალა და სატელევიზიო სტუდიაში სტუმრები აღარ მიიწვიეს. ამასთან, პუტინი თავადაც შეძლებს შეკითხვების დასმას მინისტრებისა და გუბერნატორებისთვის.

პირდაპირი ხაზი პუტინთან უკვე 15-ჯერ ჩატარდა.11-ჯერ მონაწილეობდა როგორც პრეზიდენტი და 4-ჯერ როგორც პრემიერმინისტრი.

პირდაპირი ხაზი პუტინთან პირველად 2001 წლის 24 დეკემბერს გაიმართა. ბოლო კი 2017 წლის 15 ივნისს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა
Next post ტოჩინოშინს მცხეთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა