სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა

Read Time:48 Second

მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას ზაზა სარალიძეს შეხვდა.

“ჩემი ამოცანაა, რომ საქმემ წაიწიოს წინ რაც შეიძლება სწრაფად. დღეს დილით მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა ზაზა სარალიძესთან. შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. ასევე მქონდა შეხვედრა მის ადვოკატთან და მასთან ერთაც შევთანხმდით მომოვალ თანამშრომლობაზე. დღესვე შევხვდები სახალხო დამცველს, მას შემდეგ რაც მექნება კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, რათა შევთანხმდეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექრივებზე. ძალიან ნიშვნელოვანია, რომ ამ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ყველა სუბიექტი იყოს ჩართული,”- თქვა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის განცხადებით, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ზაზა სარალიძესთან ხვალ უკვე პარლამენტში შედგება.

31 მაისს საქართველოს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. ზაზა სარალიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უნდობლობას უცხადებს.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. ბრალდება და დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქვემო ქართლში ხანდაზმულთა კლუბი დაარსდა
Next post ვლადიმერ პუტინი პირდაპირ ხაზზეა