ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევისა და გვერდის ავლისთვის სასჯელს ითვალისწინებს

Read Time:45 Second

ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევისა და გვერდის ავლისთვის სასჯელს ითვალისწინებს.

შესაბამის ინიციატივას მხარი დაუჭირა 543-მა დეპუტატმა, 45-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 27-მა კი თავი შეიკავა.

ამოქმედებისთვის ახლა კანონი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ის ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის მერე, ამის შემდეგ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთი წლის ვადა ექნებათ ეროვნულ კანონმდებლობასთან ახალი წესების შესათავსებლად.

როგორც ევროპარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, იმის მიუხედავად, რომ სანქციები დამტკიცებულია ევროკავშირის დონეზე, მათი აღსრულება დამოკიდებულია წევრ ქვეყნებზე, რომელთა შორისაც სანქციების დარღვევის განსაზღვრება და ამასთან დაკავშირებული სასჯელი არაერთგვაროვანია. ამიტომ, ახალი წესები მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის სანქციების აღსრულების ჰარმონიზებას, სანქციების დარღვევის განსაზღვრების დადგენას და ამისთვის მინიმალური სასჯელის დაწესებას.

ახალი კანონით დასჯად სამართალდარღვევად ასევე ჩაითვლება ფინანსური და იურიდიული კონსულტაციების გაწევა სანქციების დარღვევით. კანონი ადგენს სანქციების გვერდის ავლის განსაზღვრებას.

კანონი უზრუნველყოფს სანქციების დარღვევისთვის ან გვერდის ავლისთვის სასჯელს. ეს ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში დაისჯება ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, ცნობილ პიანისტს, გიორგი ვაჩნაძეს, სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად არჩევას ულოცავს