საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, ცნობილ პიანისტს, გიორგი ვაჩნაძეს, სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად არჩევას ულოცავს

Read Time:53 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი
კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის,
სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების, ასევე, საქართველოს რექტორთა
მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, ცნობილ პიანისტსა და პედაგოგს, საერთაშორსო
საფორტეპიანო კონკურსების ლაურეატს, ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორს,
გიორგი ვაჩნაძეს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის
რექტორად არჩევას ულოცავს და ახალი პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი გამოწვევებით
აღსავსე გზაზე წარმატებებს უსურვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„აღიარებულ პიანისტს, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატს, მათ შორის ალაბამის,
ცინცინატისა და პალმ ბიჩის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების გამარჯვებულს, ცნობილს
მრავალი ქვეყნის უდიდეს საკონცერტო დარბაზებში შთამბეჭდავი გამოსვლებით, ჩიკაგოს
დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი ვაჩნაძეს, ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი
ტრადიციების მქონე უმაღლესი სამუსიკო სკოლის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად არჩევას.
ბატონო გიორგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და
პროფესორ-მასწავლებლების, ასევე, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის
სახელით, გისურვებთ წარმატებით დაგეძლიოთ ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა. დარწმუნებული
ვართ, თქვენი რექტორობის პერიოდში, სახელმწიფო კონსერვატორიაში ახალგაზრდა თაობებს
არაერთი საინტერესო პერსპექტივა და ახალი შემოქმედებითი შესაძლებლობები გაეხსნებათ,
გახდებიან თანამედროვეობის აღიარებული, მეტიც, ლეგენდარული მუსიკოსები, მომღერლები,
შემსრულებლები, რომლებიც შორს გაიტანენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და
საქართველოს სახელს“, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
მილოცვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევისა და გვერდის ავლისთვის სასჯელს ითვალისწინებს
Next post შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ბოლო სამი წელია რაც ამ მოწვევის პარლამენტში იმყოფებიან და არავის გახსენებია მოქალაქე, მისი სოციალური უფლებები