დიმიტრი ხუნდაძე NDI-ს კვლევის შედეგებზე: ეს არის ვითარება, როდესაც მმართველი გუნდი იცავს ქვეყნის ინტერესებს, ხალხი კი აზღვევს საკუთარ ხელისუფლებას

Read Time:42 Second

საქართველოს პარლამენტის წევრი და მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ NDI-ს კვლევებსა და ევროპარლამენტარების განცხადებებზე კომენტარი გააკეთა.

„ევროპარლამენტარების მცირე, მაგრამ „ჭარბად მეტყველმა“ ჯგუფმა, პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში, არაობიექტურობის ხარისხი მნიშვნელივნად გაზარდა. ქართველი ხალხი სხვაა, ხელისუფლება კი საკუთარ საზოგადოებას დაშორდაო, გვახსენებენ ყოველდღე. მათივე კვლევის მიხედვით კი, ხალხი ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად ენდობა და მის მიმართ მხარდაჭერას ზრდის. ხალხს ყველაფერი კარგად ესმის და ყველაფერს კარგად ხედავს. ეს არის ვითარება, როდესაც მმართველი გუნდი იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ხალხი კი აზღვევს საკუთარ ხელისუფლებას. ასე მშვიდობაც გარანტირებული იქნება და ქვეყნის სუვერენიტეტიც. ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი კი ყოველდღე შორდება ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რაც სამწუხაროა და ასევე სახიფათო თავად ევროპისთვის. ცარიელ დარბაზში მყოფი სააკაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა, თბილისის ქუჩებში მის მხარდამჭერთა რაოდენობას ემთხვევა, რაც ნამდვილად არ არის სამწუხარო, პირიქით, მსოფლიომ დაინახა, თუ რამდენად მილევადია სააკაშვილის და ოპოზიციის რესურსი საქართველოშიც და მის საზღვრებს მიღმაც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დიდი ხანია სამშობლოზე უარი თქვა და ახლა ცდილობს ჩვენი სამშობლოს იმიჯის დაზიანებას
Next post უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი 24 თებერვლისთვის შეტევის განხორციელებას შეეცდება