დეპუტატები ახალი რეგლამენტის პროექტზე მსჯელობენ, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ადგილსამყოფლად თბილისია განსაზღვრული

Read Time:23 Second

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მუხლობრივად იხილავს ახალი რეგლამენტის პროექტს, რომელიც პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შედის ძალაში.

მასთან ერთად ამოქმედდება დეპუტატთა ეთიკის კოდექსი, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

ახალი რეგლამენტი აძლიერებს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას ანგარიშვალდებული ორგანოების მიმართ. კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ახალი რეგლამენტით, პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

„დოკუმენტი თვისობრივად შეცვლის პარლამენტის საქმიანობას და გახდის მას ბევრად უფრო საინტერესოს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა

რეგლამენტის პროექტს მეორე მოსმენით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ჩუგოშვილი აცნობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეიდან თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა
Next post დეპუტატ გიორგი კახიანის ულამაზესი იმპროვიზაციაა