„დაზიანებები მიაყენეს და გაგუდეს, შემდეგ კი მოკლული ჭაში დამარხეს“ – მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

Read Time:52 Second

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული, თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, მოკვლის განზრახვით, ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს. მიღებული დაზიანებებით ის ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულის შემდგომ, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჭაში დამარხეს. ასევე, დანაშაულის ჩამდენი პირები მოკლულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იქნა ნაპოვნი.

დანაშაულის ჩამდენ ერთ პირს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო და დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩინეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ
Next post დღეს 21-ე საუკუნეა, “შაშკებით” აღარავინ იბრძვის, სხვა მეთოდებია, ამიტომ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ თანამედროვე ბოლშევიკების მიმართ – ნინო ფოჩხუა