დღეს 21-ე საუკუნეა, “შაშკებით” აღარავინ იბრძვის, სხვა მეთოდებია, ამიტომ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ თანამედროვე ბოლშევიკების მიმართ – ნინო ფოჩხუა
დღეს 21-ე საუკუნეა, “შაშკებით” აღარავინ იბრძვის, სხვა მეთოდებია, ამიტომ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ თანამედროვე ბოლშევიკების მიმართ, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიბრძოლოთ ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესებისთვის, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საუკუნის წინ რუსულ არმიას საქართველოში შემოუძღვნენ ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უსამშობლო ადამიანები, ბოლშევიკები, რომელთათვისაც უცხო იყო სამშობლოს ცნება და ეს ყველაფერი შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდი სიფრთხილე გვმართებს ასეთი ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც ეროვნული, თუ სხვაგვარი იდენტობის გარეშე ცხოვრება ცხოვრების უმთავრეს პრინციპად არის ქცეული.ფოჩხუას თქმით, მოღალატე ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ დღეს გარკვეული პირები არათუ უკადრისობენ უცხო ქვეყნის აგენტობას, არამედ ამაყობენ ამით.
„ისტორია მეორდებაო, ნათქვამია. ამ სიტყვების სისწორე კი ჩვენს დღეებში უკვე ნათლად გამოჩნდა. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს უსამშობლო ადამიანები რუსეთს “შემოუძღვებიან” ქვეყანაში თუ იაპონიას, ღალატი ღალატია. მოღალატე ადამიანები კი ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი რაც დღეს ჩვენთან ხდება, ანუ ამ ხალხისთვის უცხოა სამშობლოს ცნება, ქართული ეროვნული იდენტობა, არა თუ მიუღებელია, ეზიზღებათ, ებრძვიან ყველა მეთოდებით, არ უკადრისობენ უცხო ქვეყნის აგენტობასაც კი, უკადრისობენ კი არა და ამაყობენ ამით. დღეს 21-ე საუკუნეა, “შაშკებით” აღარავინ იბრძვის, სხვა მეთოდებია, ამიტომ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ თანამედროვე ბოლშევიკების მიმართ, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიბრძოლოთ ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესებისთვის“, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...