შალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩინეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ

Read Time:49 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ჩინეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ჩინეთის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ.

„ჩინეთს უვიზო მიმოსვლა არ აქვს ბევრ ქვეყანასთან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ, რომელიც დოკუმენტურად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ამ მხრივ, თუმცა უკვე ბევრი შედეგი გამოიღო და მივესალმებით. ეს გადწყვეტილება ჩვენი მოქალაქეეებისთვის არის სასარგებლო. ზოგადად, იცით, რომ საქართველოს პასპორტის სიძლიერე წლიდან-წლამდე იმატებს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღონ. სულ 3,5 მილიონი ცხოვრობს საქართველოში და არ მგონია, მოცულობით ისეთი დიდი ვიყოთ, რომ რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ჩვენ მიმართ რაიმე კითხვები და შიშები, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ჭარბად გადასვლა მოხდება. კულტურული და ადამიანური კავშირებისთვის უვიზო მიმოსვლას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შემოიღო, ვნახეთ, ჩვენს ახალგაზრდებს რა შესაძლებლობები მიეცათ – ევროკავშირში იმოგზაურონ და ისწავლონ, რათა დაახლოვდნენ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებთან. რა თქმა უნდა, როცა ასეთ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც მიიღებენ, ეს ურთიერთობებს გააძლიერებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლებას მოუწევს, გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს საკუთარ არადემოკრატიულ მადას
Next post „დაზიანებები მიაყენეს და გაგუდეს, შემდეგ კი მოკლული ჭაში დამარხეს“ – მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა