გურამ მაჭარაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ხიდაშელი შეეცადა მაგალითები მოეყვანა თუ რა დახმარება გაუწია შეერთებულმა შტატებმა საქართველოს, მანაც ვერ გაბედა ეთქვა, რომ ეს ყველაფერი 6 მილიარდს უდრის

Read Time:35 Second

გურამ მაჭარაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება ამერიკული დაფინანსების შესახებ. მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ხიდაშელმა ქართველი სამხედროების საერთაშორისო სამშვიდობო მოსიებში მონაწილეობაზე არაფერი უთქვამს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ხიდაშელი შეეცადა მაგალითები მოეყვანა თუ რა დახმარება გაუწია შეერთებულმა შტატებმა საქართველოს, მანაც ვერ გაბედა ბოლოში ეთქვა, რომ ეს ყველაფერი 6 მილიარდს უდრიდა. იმიტომ რომ არ უდრის 6 მილიარდს ეს ყველაფერი, რაც მან თქვა. მაგალითად, მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა „საია“ დააფინანსა და „საია“ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს აწვდიდა საზოგადოებას. 100 იურისტი დაასაქმეს, ჩვენი სამხედროები ავარჯიშეს, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ უდრის 6 მილიარდ დოლარს. ამის გარდა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამხელა სტატიაში სიტყვასაც არ ამბობს თავისი სამხედროების მონაწილეობაზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა ბესელია უკანონო ჩანაწერის გავრცელებაზე: ისეთი მასშტაბის დანაშაული მოაწყვეს, არ მჯერა რომ ეს “ოცნების” გარეშე მოხდა
Next post ნანა კაკაბაძე: ჩვენზეა დამოკიდებული რაზე გავაკეთებთ არჩევანს – დემოკრატიის ლამაზი ლოზუნგებით შენიღბულ მორჩილებაზე თუ რეალურ თავისუფლებაზე და ღირსებაზე