ეკა ბესელია უკანონო ჩანაწერის გავრცელებაზე: ისეთი მასშტაბის დანაშაული მოაწყვეს, არ მჯერა რომ ეს “ოცნების” გარეშე მოხდა

Read Time:58 Second

“მე ვიყავი ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრი, როცა გადაწყვიტეს _ მორალურად მოვკლათ ეს ადამიანი. ამას ერთი ადამიანი ვერ გააკეთებდა, ეს კამპანიური, ორგანიზებულად გაკეთებული დანაშაული იყო _ ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მე ვიყავი ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრი, როცა გადაწყვიტეს _ მორალურად მოვკლათ ეს ადამიანი. ამას ერთი ადამიანი ვერ გააკეთებდა, ეს კამპანიური, ორგანიზებულად გაკეთებული დანაშაული იყო. არავისთვის არ შემიძლია ამის პატიება, ვინც არ უნდა იყოს. მე არ მჯერა, რომ ეს პარტიის გარეშე მოხდა, არ მჯერა, რომ ეს ივანიშვილმა არ იცოდა. თუმცა ბოლო მომენტამდე არ მინდოდა იმის დაშვება, რომ ასეთი რამის მწვანე შუქის ამთები შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვის გვერდითაც 7 წელია იბრძვი. ეს იმდენად წარმოუდგენელია, რომ შეიძლება ყველაფერი ერთბაშად დაგენგრეს თავზე. ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილს ვესაუბრე პირისპირ და მან პირდაპირ მითხრა _ შენ ხომ არ ფიქრობ, რომ ეს ჩემი თანხმობით მოხდა. მე ვუთხარი, რომ ყველაზე მეტად არ მინდა დავიჯერო, რომ შენ ამაში ურევიხარ, იმიტომ რომ მე ამას სახელი უნდა დავარქვა, თუ ვის გვერდით ვიბრძიდი და მან მითხრა: ეს “ნაციონალური მოძრაობის” გაკეთებულია. ვუპასუხე, რომ არ მჯერა ამ სისულელის და თუ ამ ვერსიას აყალიბებ, მაშინ დაიჭირეთ ორგანიზატორი. მაქსიმუმ ერთ თვეში დავიჭერთო და დაიჭირეს ვიღაც პატარა გოგოები და ბიჭები, რომლებიც შემდეგ ჩემი დასახსნელი გახდნენ”‘_ განაცხადა ეკა ბესელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი: მტერმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მეორე ტალღა განახორციელა
Next post გურამ მაჭარაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ხიდაშელი შეეცადა მაგალითები მოეყვანა თუ რა დახმარება გაუწია შეერთებულმა შტატებმა საქართველოს, მანაც ვერ გაბედა ეთქვა, რომ ეს ყველაფერი 6 მილიარდს უდრის