გიორგი გახარია თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე: უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება ემსახურო და იზრუნო შენს ხალხზე

Read Time:1 Minute, 39 Second

თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და 2 წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ერთად, იქ, კიდევ ერთხელ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აქაც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და 2 წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ერთად, იქ, კიდევ ერთხელ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროექტი უკვე დაიწყო და 2 წელიწადში თბილისს ასეთი სივრცე ექნება. კახიმ უკვე ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის ეკოლოგიურად მწვანდე ზონების მოწყობა და აქ, რა თქმა უნდა, თვალსაჩინოა ბევრი წარმატება, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ღვაწლი, ბიძინა ივანიშვილის ის ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე და რა თქმა უნდა, ამ ხელწერის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, თბილისის ბოტანიკური ბაღი, დენდროლოგიური პარკი, ახლა ცენტრალური პარკი და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მთაწმინდის გამწვანების პროექტი, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი ეკოლოგიური კომპონენტის გარდა შეიცავს თითოეული მოქალაქის, ამ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების სტილის ცვლილებას.

„ჩვენ გვექნება უბრალოდ ისეთი სივრცეები, სადაც ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, პანდემიის პირობებში, როდესაც გლობალურად, საქართველოც და მსოფლიოც ებრძვის ამ გამოწვევას, ყველანი კარგად ვხვდებით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ მწვანე ზონებს, რომლებიც უნდა მოეწყოს ქვეყნის მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რომელზეც როგორც კახიმ ბრძანა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ამასთან ერთად მინდა, მერიას წარმატება ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი დათქმულ ვადებში განხორციელდება და ქალაქს შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მწვანე ზონა. გილოცავთ ამას, პირველ რიგში, თბილისელებო, საქართველოს მოქალაქეებო და საბურთალოელებო განსაკუთრებით“, – განაცხადა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 348 აჭარაში, თბილისში 99, იმერეთში კი 59 დაფიქსირდა
Next post როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი. ფოტო