გიგი უგულავა: ერთადერთი გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა ყველგან და ყველაფერში, სოფლიდან, ქალაქში

Read Time:34 Second

ერთადერთი გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა ყველგან, ყველაფერში, სოფლიდან ქალაქში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ აქციაზე განაცხადა.

„ეს არის ოკუპაცია, ხალხო, ჰიბრიდული ოკუპაცია. კობახიძის განცხადება იყო დღეს, ღიად დაადანაშაულა ჩვენი პარტნიორები, დაადანაშაულა სახელმწიფო გადატრიალებაში. რას ნიშნავს ეს? ე.ი. საქართველოს მთელი საერთაშორისო პოლიტიკა შეცვალა, ვსიო, მორჩა, შეცვლილია. დასავლეთი გამოიყვანეს მტრად, რუსეთი მოკავშირედ. ერთადერთი გასაფორმებელი დარჩა ხუთჯვრიანი დროშის ნაცვლად ტრიკოლორი აფრიალონ რუსული. ეს არის ჰიბრიდული ოკუპაცია. ამიტომ, ახლა მარტო კანონზეც აღარ არის ლაპარაკი. ეს პოლიციელები რომ დგანან, კანონი რაღად გვინდა, კანონი საერთოდ გაუქმდა. კობახიძემ კონსტიტუციის 78-ე მუხლი პირდაპირ დაარღვია დღეს. ამიტომ, „არა რუსულ მთავრობას“ არის ერთადერთი. ხვალ რომ გაიტანოს, უნდა დარჩეს ეს და მერე ზეგ ისევ იგივე მავნებლობა უნდა გააკეთონ?“, – აღნიშნა უგულავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება
Next post სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია: პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან