გია აბაშიძე: რა მიზანი აქვთ სააკაშვილის სექტასა და მარიონეტ ტელევიზიებს? ის, რომ კიდევ უფრო შეუტიონ „ქართულ ოცნებას“ გახარიას საშუალებით, რათა ყოფილმა პრემიერმა „ნაცებს“ კი არ წაართვას ხმები, არამედ მმართველ გუნდს

Read Time:48 Second

გიორგი გახარიას და მის ახალ პარტიას სერიოზული გამოწვევა აქვთ – ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიებში ზედმეტად აქტუალურნი. თითქოსდა ამ პარტიის გარდა სხვა არაფერია მნიშვნელოვანი და მწვავე. ამის მიღწევა გაიძვერობაში დაოსტატებულ „ნაცტელევიზიებს“ შესანიშნავად შეუძლიათ. მწვავე შეკითხვები, „ნაცსექტის“ პოზიციების დაფიქსირება შეკითხვების „სოუსში“ და ა.შ. – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„რა მიზანი აქვთ სააკაშვილის სექტასა და მარიონეტ ტელევიზიებს? ის, რომ კიდევ უფრო შეუტიონ “ქართულ ოცნებას” გახარიას საშუალებით, რათა ყოფილმა პრემიერმა “ნაცებს” კი არ წაართვას ხმები, არამედ მმართველ გუნდს. რატომ? სააკაშვილი & Co, მით უმეტეს პარლამენტში სრულიად სამარცხვინოდ შესვლის შემდეგ, ცდილობენ მოიპოვონ ვადამდელი საპარლამენტო – ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში არ მოხდეს 43%-ით “ჩაკეტვა”.

დაესწრება თუ არა გახარიასა და მისი გუნდის, ისევე როგორც სხვა პარტიების პრესკონფერენციებს „იმედი“ და „პოსტივი“, ეს ამ ტელესადგურების რედაქციების გადასაწყვეტია. მონაწილეობისა და გაშუქების ფორმატის შესახებ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურია. რაც შეეხება სელექციურ მიწვევას [როგორც “ობიექტივის” ჟურნალისტებისგან ირკვევა, არ დაპატიჟეს], ეს მიუღებელია! ცხადია, მიწვევის გადაწყვეტილებებს კონკრეტული პარტია იღებს. საჯარო პირებს, რომლებიც ხმებზე “ნადირობენ”, არცერთი მედია-საშუალების განაწყენებას ვურჩევ“, – წერს აბაშიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე – გიორგი გახარიას გუნდი ღიად გადავიდა ბიძინა ივანიშვილთან კონფრონტაციაზე
Next post ქვეყნების სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ჯანმომ კორონავირუსის შტამებს ბერძნული ანბანი შეუსაბამა