„გაგრას“ პრეზიდენტი ფინალში გასვლაზე – სტატისტიკა არ გვაინტერესებს, თასი მეორედ უნდა ავწიოთ!
„გვჯერა, რომ 2011 წლის წარმატებას გავიმეორებთ!“ – ასე გამოეხმაურა „გაგრას“ პრეზიდენტი, ბესიკ ჩიხრაძე პირველ არხთან კომენტარში გუნდის წარმატებას.
უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მოქმედ ჩემპიონს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს – „აი, ჩვენ ფინალში ვართ! მაგრამ ამ ტურნირში მთავარი ფინალის მოგებაა. „გაგრა“ საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ ჩამოვაყალიბე და ჩვენი სურვილი მხოლოდ გამარჯვებაა. დანარჩენი მხოლოდ პრელუდია და სტატისტიკაა. ჩვენ კი მხოლოდ სტატისტიკის შექმნაში მონაწილეობა არ გვსურს. „გაგრა“ 2011 წელსაც რანგით მეორე ლიგაში თამაშობდა, მაგრამ მონდომებამ და რწმენამ სასწაულის შეგვაძლებინა. ეს სული „გაგრაში“ ახლაც ცოცხლობს.“ – განაცხადა ბესიკ ჩიხრაძემ.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში „გაგრამ“ თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ამგვარად, „გაგრა“ მეორედ გავიდა თასის ფინალში და მეორედაც ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება – პირველად ეს 2011 წელს მოხდა და გუნდი საპატიო პრიზის მფლობელი გახდა. ახლა აქვს შანსი, საპატიო პრიზს მეორედ დაეუფლოს.
შეხვედრის ჩატარების თარიღი და ადგილი ჯერ უცნობია და ფეხბურთის ფედერაცია მოგვიანებით დასახელებს. მაგრამ მატჩი წლეულს გაიმართება, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ილია სულამანიძე ევროპოს ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან...
ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მან სერბი პერისიჩი დამატებით...
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ოქროს მედლის მფლობელია გახდა. ქართველმა ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია...
ევროპის ჩემპიონატზე ქართველების მეტოქეები ცნობილია – ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხზე
ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. გაიმართა პირველობის წილისყრა,...
„ლიგა 1-დან და პრემიერლიგიდან“ – ევროპული კლუბები კვარაცხელიათი ინტერესდებიან
„ნაპოლი“ შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვოს. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება, 23 წლის ქართველით ლიგა 1-დან და...
მოულოდნელი ინციდენტი სტადიონზე-ვინ არის ფეხბურთელი რომელცავ მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა
სერია A-ს 32-ე ტურში "უდინეზესა" და "რომას" მატჩის 72-ე წუთზე "ჯალოროსის" მცველმა ევან ნდიკამ ხელი მკერდზე მოიკიდა და გაზონზე დაწვა....