ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ბაღის ტერიტორიაზე დასრულდა თანამედროვე გარე განათებისა და ოპტიკურბოჭკოვანი ქსელის მოწყობის სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს ვიზიტორებისთვის ბაღში მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას.
ბოტანიკური ბაღის განვითარების მიმართულებით, საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს მიერ“, წლების განმავლობაში არა ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. მიმდინარე წელს, ფონდის მხარდაჭერით მოეწყო ორი ახალი ავტოსადგომი და მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.
ვიზიტორთა ცენტრში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პირობა, რომელიც დღეს თანამედროვე დამთვალიერებელს სჭირდება: მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სივრცე, სალარო და სხვა.
ახალ პროექტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს.
ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მიმდინარე წელს 63 % -ითაა გაზრდილი ბაღის შემოსავალი. აღნიშნული პროექტები ახალი სერვისების შექმნას მოემსახურება.
1tv.ge
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსში“ გამარჯვებული სასკოლო გუნდები გამოავლინეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ინოვატორთა ასოციაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის - „საგანმანათლებლო STEM პროექტების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე ორი გრანპრი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ- „მოდინახე“, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე მთავარი ჯილდო და ასევე, ტურისტული სააგენტოების დაწესებული გრანპრი მოიპოვა....
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო...
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...