ახმეტაში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა

Read Time:37 Second

დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდოს. ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს.

საკრებულოს წევრის ანზორ ხიზანაიძის თქმით, მწვერვალისთვის სახელის დარქმევა, რომლის სიმაღლეც 3276,1 მეტრია, ადგილობრივ მოსახლეობასთანაც შეათანხმეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

გარდაცვალების შემდეგ მას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მასწავლებლების სქემაში განაწილების დამატებითი ვადები დადგინდა
Next post ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა