სიმღერა, რომელიც 110 წლის წინ ქუთაისში გაჩენილ ხანძარს მიეძღვნა

Read Time:45 Second

სიმღერა “ქუთაისი გადამწვარა, რერო” ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რის შესახებ არის ის. სიმღერა ნამდვილ ამბავზე შეიქმნა, რომელიც ქუთაისში 110 წლის წინ მოხდა. სიმღერის ისტორიის შესახებ სტატია “ქუთაისი პოსტმა” მოამზადა.

1908 წლის 22 თებერვალს ქუთაისში, ებრაელთა დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა 40-ზე მეტი ოჯახის სახლ-კარი და რამდენიმე სამლოცველო გაანადგურა. გამოცემის ცნობით, სხვადასხვა წყაროთი ირკვევა, რომ სიმღერა სწორედ ამ ამბავს მიეძღვნა: “ქუთაისი გადამწვარა, რერო, თავის დუქნებიანადო, რერო”.

ერთ-ერთი ვერსიით, ებრაელთა დასახლებაში ხანძარი ბოლშევიკებს მიზანმიმართულად გაუჩენიათ, იმ მიზეზით, რომ მათგან აღებული ვალები არ დაებრუნებინათ და მევალეთა სიები ცეცხლს გაექრო.

ქუთაისში მეოცე საუკუნის დასაწყისში კიდევ რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი 1905 წელს, საღორიის ტყესთან იყო. მაშინ ცეცხლი თითქმის ორ ჰექტარზე გავრცელდა და ახალგაშენებული მუხისა და აკაციის ტყე გაანადგურა. არქივში არსებული წყაროების ცნობით, ეს ის დროა, როდესაც ქუთაისს მხოლოდ 13 მეხანძრე ჰყავდა, მათ აღჭურვილობაში კი შედიოდა: 13 ცხენი, 1 ფორანი, 10 კასრი, 8 ვედრო, 3 კიბე და 8 ნაჯახი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „გაგრას“ პრეზიდენტი ფინალში გასვლაზე – სტატისტიკა არ გვაინტერესებს, თასი მეორედ უნდა ავწიოთ!
Next post გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი შერიგდნენ. ვიდეო