გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი შერიგდნენ. ვიდეო

Read Time:1 Minute, 9 Second

ფინეთის დედაქალაქში ნაციონალური მოძრაობიდან “განდგომილი” ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს გრიგოლ ვაშაძესთან ერთად შეხვდა. საუბარის თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და სამომავლო გეგმები იყო.

კადრებში, რომელიც გავრცელდა, ჩანს რომ ე.წ. ყოფილ თანაგუნდელებს ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ.

“მე გიგის მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, ეხლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა…ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-თან.

ოფიციალურად ეს სააკაშვილი-უგულავას შორის გამართული პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც 1 წლის წინ ნაციონალურ მოძრაობას რამდენიმე ადამიანი გამოეყო და ახალი პარტია “ევროპული საქართველო” ჩამოაყალიბა.

2017 წლის დეკემბერში გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და “ჯართი” უწოდა. როგორც მაშინ უგულავამ თქვა, სააკაშვილი “საკუთარი თავის პრობლემაა” და არა ქვეყნის.

“ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ, როცა ის მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო, და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ სხვა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, მაშინ ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში”, – თქვა მაშინ გიგი უგულავამ ყოფილ თანაპარტიელზე, მიხეილ სააკაშვილზე.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “ევროპულ საქართველოს” საკუთარი კანდიდატი დავით ბაქრაძე ჰყავდა, თუმცა მან ხმების მხოლოდ 10.97% მიიღო. მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ევროპული საქართველოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ მეორე ტურში მხარს ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერდნენ.

imedinews.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სიმღერა, რომელიც 110 წლის წინ ქუთაისში გაჩენილ ხანძარს მიეძღვნა
Next post კონგრესში ქალები რეკორდული რაოდენობით მოხვდნენ