ბესელია: იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კრიტერიუმებზე მუშაობას უნდა ჩამოშორდეს

Read Time:36 Second

ამ წუთებში სწორედ ამ საკითხზე ბესელია და მისი თანამოაზრეები საადვოკატო ფირმების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ხვდებიან.

„უნდა შევცვალოთ ეს ვითარება.უნდა შეჩერდეს უვადო დანიშვნები, უნდა შეწყდეს ამ ადამიანებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს.მოსამართლეთა კრიტერიუმები უნდა დაიწეროს პარლამენტში და არა მათთან ერთად”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას პოზიციას იზიარებს მესამე სექტორი, რომელიც დამატებით ამბობს რომ პროცესს უნდა ჩამოშორდნენ ის დეპუტატებიც რომელთაც აქვთ ამ სფეროს მიმართ ინტერესები.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს 8 კანდიდატია დაბარებული. არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, კანდიდატებმა 1 წლის წინ მიმართეს საბჭოს, თუმცა საბჭო ამ პროცედურას სპეციალურად აჭიანურებდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვინ არიან დები, რომლებიც, “ნაცმოძრაობის” ინფორმაციით, ფარული კადრების საქმეზე დააკავეს
Next post თეა წულუკიანი – არც ერთი ქალი არ შევშინდებით, გაავრცელეთ, რაც გინდათ