თეა წულუკიანი – არც ერთი ქალი არ შევშინდებით, გაავრცელეთ, რაც გინდათ

Read Time:56 Second

ყველამ უნდა იცოდეს, რომ არც ეკა ბესელია და არც სხვა ქალი არ შეშინდება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე განაცხადა.

მისი თქმით, ვისზეც არ უნდა გავრცელდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი, იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტი თუ მმართველი გუნდის წევრი, დასაგმობია.

„ვფიქრობ, ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს და გაემიჯნოს ასეთ ფაქტებს. პირადად, ყველანაირი ფარული ჩანაწერის გავრცელებას, მით უმეტეს როდესაც ეს ეხება და სავარაუდოდ, მიზნად ისახავს ქალზე ტერორს, ვგმობ. მაგრამ მინდა აქვე დავძინო, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც ფარ-ხმალს დაყრი, ქალი არის ძლიერი. ვინც ამ ჩანაწერებს ავრცელებს, მინდა ვურჩიო, იფიქროს სხვა რამეზე, აკეთოს სხვა საქმე, ეს არის დანაშაული. მაგრამ სისხლის სამართლის პროცესი რომ გვერდზე გადავდოთ, მინდა ყველამ იცოდეს, რომ არც ეკა ბესელია და არც სხვა ქალი არ არის ის ნატურა, რომელიც შეშინდება. ამიტომ ვინც ამას ავრცელებს, კარგი იქნება, თუ სხვა საქმით დაკავდება. არც ერთი ქალი არ შევშინდებით, გაავრცელეთ, რაც გინდათ. ეს არის ჩემი გზავნილი იმ ადამიანებისადმი, ვინც ამ სიბინძურით არის დაკავებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე მათი ორი აქტივისტია დაკავებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბესელია: იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კრიტერიუმებზე მუშაობას უნდა ჩამოშორდეს
Next post გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს ჰოლანდიაში ეახლა…