არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციას სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები შევთავაზეთ, დღეის მონაცემებით, შეთანხმება შესაძლებელია

Read Time:1 Minute, 11 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როგორც პროპორციებთან, ასევე 40-პროცენტიანი მხარდაჭერის პრინციპთან, ბარიერთან მიმართებაში მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციისთვის სამართლიანი და პრაგმატული შეთავაზებაა გაკეთებული.

ამის შესახებ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, დღეის მდგომაროებით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია.

„ჩვენი გუნდი ამომწურავად ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ ძირითად პირობებზე, რომლებიც განიხილებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რათა მათ მაქსიმალურად ხელი შეუწყვეს დიალოგის წარმართვას და მოლაპარაკებებს, პოზიციების დაახლოებას. ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს გუნდსაც აქვს იგივე ინფორმაცია, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40-პროცენტიანი ბარიერის პრინციპი, თვითონ საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 2020 წელს, ყველა პრინციპულ საკითხზე ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომელიც ამ პოლიტიკურ კონტექსტში, ამ მოცემულობაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო. მესმის, რომ ამ დღეებში ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა, თავისი რაკურსით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ზოგიერთი დეტალი, რომელიც ამ მოლაპარაკებების საგანი იყო, თუმცა ხშირად ამ წარმომადგენლების განცხადებები იმ რაციონალურ არგუმენტებს და რეალობას, რომელიც განიხილებოდა, ცდება. მინდა, დავამშვიდო ყველა ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს ამ პროცესს, რომ ამ მომენტისთვის, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან,  არის ნაბიჯები გაადგმული იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს. დღეის მონაცემებით შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის ამ შეთანხმებას, დაბლოკავს ამ შეთანხმებას, მოუწევს, რომ საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, თუ რა იყო ის რეალური მიზეზები და მოტივაცია, რომელიც შესაძლოა შეთანხმებისთვის ხელის შემშლელი გახდეს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გუშინ გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
Next post პატრიარქი – მქონდა ხილვა, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში და ჩაქრა, მერე მოვიდა ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას – ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე, არ უნდა შეგვეშინდეს