ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიულ მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Read Time:36 Second

დაბა სტეფანწმინდაში, ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და რეაბილიტაციისთვის ოთხ მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „იკორთა 2007″ აწარმოებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ნოემბერში დაიწყო და დასრულება 2021 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

ქართველ მწერლისა და დრამატურგის, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან დღეს 172 წელი შესრულდა.

ალექსანდრე ყაზბეგი 1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში დაიბადა. მისი ცნობილი ნაწარმოებებია: „ელისო“, „მამის მკვლელი“, „განკიცხული“,„ხევისბერი გოჩა“ და „მოძღვარი“.

ალექსანდრე ყაზბეგი მძიმედ ავადმყოფობის შედეგად, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქი: უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით სახლები, მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან
Next post DRI: საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა