ხურვალეთელი დათა პაპა გარდაიცვალა-დათა პაპა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის და გაუტეხელობის სიმბოლო -მამუკა მდინარაძე

Read Time:30 Second

დათა პაპა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის და გაუტეხელობის სიმბოლო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. მდინარაძე დათა პაპას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ოჯახს უსამძიმრებს.

„დათა პაპა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის და გაუტეხელობის სიმბოლო…

ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელს საქართველოს“, – წერს მდინარაძე.

ხურვალეთელი დათა ვანიშვილი, რომელიც დათა პაპას სახელით იყო ცნობილი, გარდაიცვალა. ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს.

მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2012 წელს მოჰყვა, თუმცა მან სახლის დატოვებაზე უარი თქვა და მავთულხლართებს მიღმა მეუღლესთან ერთად დარჩა.

2014 წელს ის ოკუპანტებმა პენსიის ასაღებად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის გამო დააკავეს.

დათა ვანიშვილი 88 წლისა იყო.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: მეგი ბაქრაძე დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს
Next post მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი ერთადერთი კომპრომისი იყო ის, რომ უბრალოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ