ირაკლი კობახიძე: მეგი ბაქრაძე დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს

Read Time:34 Second
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
 
„უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და სამედიცინო საზოგადოებას. სამძიმართან ერთად, მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება მეგის მიმართ, რომელიც დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს“, – წერს კობახიძე Facebook-ზე.
 
27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა და დღეს გარდაიცვალა. ის გუშინ, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.
 
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოპოზიცია სამოქმედო გეგმას ხვალ გააჟღერებს
Next post ხურვალეთელი დათა პაპა გარდაიცვალა-დათა პაპა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის და გაუტეხელობის სიმბოლო -მამუკა მდინარაძე