როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება ამ ყველაფერს მიეცეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტის მიღმაც ეს არის ძალიან მძიმე შეფასების საგანი.
„ორმაგ სტანდარტსაც რომ თავი დავანებოთ, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება ამ ყველაფერს მიეცეს. ორმაგი სტანდარტის მიღმაც ეს არის ძალიან მძიმე შეფასების საგანი“, – აღნიშნა პრემიერმა.

