ყოველწლიურად გავითვალისწინებთ ათეულობით მილიონ ლარს, რომ დავიწყოთ ყველაზე ავარიული შენობების ჩანაცვლება ახალი ბინებით – კახა კალაძე

Read Time:54 Second

თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თბილისში ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მუშაობა დაიწყება ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობებიდან, რომელთა მობინადრეების თანხმობის შემთხვევაში, მათ გაიყვანენ იჯარით, მუნიციპალიტეტის ხარჯზე, ხოლო 2 წელში ახალი, გარემონტებული ბინები ჩაბარდებათ.

“მთელი 2 თვე იმაზე ვსაუბრობდი, რომ 10 ათასამდე შენობა-ნაგებობა გვაქვს ქალაქში, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს და ის, რომ მილიონობით ლარს ვხარჯავთ გამაგრებით სამუშაოებში, არის წყალში გადაყრილი ფული, რადგან 5-6 წლის მერე ის ისევ ავარიულია და გამაგრება სჭირდება.

ცხადია, 10 ათასი შენობა-ნაგებობის მთლიანად ჩანაცვლება 4 წლის განმავლობაში შეუძლებელია და ყოველწლიურად გვექნება გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ლარი იმისთვის, რომ დავიწყოთ ყველაზე ავარიული შენობების ჩანაცვლება ახალი, საცხოვრებელი, გარემონტებული ბინებით, რომელიც გადაეცემა ამ ოჯახებს.

თუ არის, მაგალითად, 5 სართულიანი შენობა-ნაგებობა, უნდა იყოს ყველა მოსახლის თანხმობა თავისი ამხანაგობის თავმჯდომარესთან, შემდეგ მოდის მუნიციპალიტეტი, გაგვყავს იჯარით იქ მცხოვრებლები, ის ადამიანები არაფერს იხდიან, ყველაფერს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე და ამ ადამიანებს 2 წელში ჩაბარდებათ ევრომასალებით, ენერგოეფექტური მასალით ნაშენები საცხოვრებელი ბინები, უკვე გარემონტებული, ერთადერთი, უნდა შევიდნენ და იცხოვრონ.

5 სართულიანის მაგივრად, შეიძლება, 8-9 სართულიანი პროექტები განვახორციელოთ და ეს საბჭოთა ძველი არქიტექტურა ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით,”-განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მე, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, მერობის კანდიდატი, მზად ვარ გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს პოლარიზება დავასრულოთ – კახა კალაძე
Next post ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან მცხოვრებლები სასტუმროებში გადაჰყავთ