მე, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, მერობის კანდიდატი, მზად ვარ გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს პოლარიზება დავასრულოთ – კახა კალაძე
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ მზად არის, როგორც რიგითმა პოლიტიკოსმა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმისათვის, რათა ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს.
კახა კალაძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” და მათი მხარდამჭერებისთვის თავისუფლების გამოხატვა აგრესიით განისაზღვრება, ენმ-ზე გაბრაზებული ადამიანების მხრიდან წამოსული აგრესიაც თავისუფლების ერთ-ერთი გამოხატვის საშუალებაა.
“თუ “ნაციონალური მოძრაობისთვის” და მისი მხარდამჭერებისთვის აგრესია, ეს არის თავისუფლების გამოხატვა, მაშინ ამ პოლიტიკური გუნდის მხრიდან გამწარებული ადამიანები, რომლებიც უამრავია ქვეყანაში, სამწუხაროდ, უამრავი გაუბედურებული ოჯახია, ზოგს ქმარი მოუკლეს, ზოგს შვილები ჩაუხოცეს, უამრავი ადამიანი ციხეში გამოამწყვდიეს არაფრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ამ ადამიანებს რა პასუხი უნდა გაეცეს?
შესაბამისად, თუ მათთვის აგრესია ეს არის თავისუფლების გამოხატვა, ასევე “ნაციონალურ მოძრაობაზე” გაბრაზებული ადამიანების მხრიდან აგრესია ესეც თავისუფლების გამოხატვაა, ხომ?!
მაგრამ, ასე წასვლა და ამ გზით სიარული ხომ შეუძლებელია, ძალიან მძიმე და რთული იქნება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ..
მე, როგორც რიგითი ერთი პოლიტიკოსი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, მერობის კანდიდატი, მზად ვარ გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ეს პოლარიზება ნელ-ნელა დავასრულოთ.
არ ვიცი, რაც იქნება საჭირო.. ძალიან რთულია ამ ვითარებაში მესმის ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ქვეყნისთვის სამომავლოდ ასე გაგრძელება იქნება ძალიან რთული,” – განაცხადა კახა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...