”სულ მალე პანაშვიდზე სიარული აღარ დაგჭირდებათ” – ფეისბუქი მისამძიმრების ფუნქციის დამატებას გეგმავს

Read Time:35 Second

Facebook მორიგ სიახლეს გეგმავს. სოციალური ქსელის გიგანტი ერთ-ერთ გავრცელებულ და უსიამოვნო პრობლემას აღმოფხვრის: მომხმარებლები აღარ მიიღებენ შეტყობინებებს გარდაცვლილი მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების შესახებ.

კერძოდ, ამ ეტაპზე Facebook მომხმარებელს საიტის ალგორითმი  მაინც სთავაზობს იმ მეგობრებისთვის დაბადების დღის მილოცვასა თუ ღონისძიებებზე დაპატიჟებას, რომლებიც გარდაცვლილები არიან.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ იმისათვის, რომ Facebook-ის გარდაცვლილი მომხმარებლების ხსოვნის პატივსაცემად პროფილი განცალკევებით იყოს და მათი Timeline ხელშეუხებელი დარჩეს.

გარდაცვლილი ადამიანების Facebook პროფილებს დაემატებათ ფუნქცია „Tributes”, რომლის მეშვეობითაც ხალხი სამძიმრის დაწერას და მოგონენების გაზიარებას შეძლებს. მომხმარებლებს აღარ მიეცემათ საშუალება, რომ უშუალოდ გარდაცვლილი ადამიანის „კედელზე“ დაწერონ პოსტები, როგორც ეს ახლა ხდება.

“იმედი გვაქვს, Facebook იქნება ადგილი, სადაც ჩვენი საყვარელი ადამიანების ხსოვნასა და სულს პატივს მივაგებთ,“- განაცხადა შერილ სენდბერგმა, Facebook-ის წარმომადგენელმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა !
Next post “ყველა მათგანი მდიდარი ოჯახიდან არის, კარგი განათლებით” – ვინ იყვნენ თავდამსხმელები, რომლებმაც 359 ადამიანი მოკლეს