მედიაწიგნიერების წარმატებული თამაში Happy Onlife უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი

Read Time:54 Second

მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ევროკავშირის რვა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში Happy Onlife უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიამ Happy Onlife-ის ადაპტირებული ვერსია შექმნა და ქართულ ენაზე თარგმნა. დღეიდან ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ აპლიკაციის საშუალებით, გაეცნონ ციფრული მედიის უსაფრთხოდ გამოყენების წესებს.

მათივე ინფორმაციით, აპლიკაციის მიზანია, ბავშვებმა და მოზარდებმა თამაშით ისწავლონ ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. ამავდროულად Happy Onlife ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვას ისინი კიბერბულინგისგან.

Happy Onlife-ის აპლიკაციის გადმოწერა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია, IOS და ANDROID სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებში.

გარდა ონლაინ აპლიკაციისა, კომუნიკაციების კომისიისა  და განათლების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით, Happy Onlife-ის სამაგიდო თამაშით, საქართველოს სკოლებში ისწავლიან. თამაში გათვლილია, როგორც დაწყებითი, ასევე უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის. პირველ ეტაპზე Happy Onlife-ით ათამდე სკოლაში შეძლებენ სწავლას. თუმცა, ონლაინ აპლიკაცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის.

2018 წელს კომუნიკაციების კომისიას საქართველოს კანონით მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია დაეკისრა. კომუნიკაციების კომისია განათლების სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 5 პროექტს განახორციელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჰაიტიზე საფრანგეთის ორი მოქალაქე მოკლეს
Next post გია ვოლსკი – მე ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის გამოსავალია